ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში ხანძრის დროს მრავალშვილიანი დედა 8 ბავშვთან ერთად დაიღუპა – გარდაცვლილები ლტოლვილები არიან

ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად რვა ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა. მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა და დასძინა, რომ ისინი სირიელი ლტოლვილები იყვნენ.

„ხანძარი ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე ბურსას პროვინციაში ილდირიმის რაიონში გაჩნდა“, – თქვა გუბერნატორმა იაკუპ კანბოლატმა.

დაღუპულები 1-დან 10 წლამდე ასაკის ექვსი და-ძმა, მათი 31 წლის დედა და ორი ბიძაშვილი იყო.

გუბერნატორის თქმით, ბავშვების მამა უშუალოდ შენობაში არ იმყოფებოდა, თუმცა ოჯახის გადარჩენის მცდელობისას დაშავდა და მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

„შემთხვევის ადგილის წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ ხანძარი გამათბობელმა გამოიწვია“, – აღნიშნა გუბერნატორმა.

ამჟამად თურქეთში სირიიდან ჩასული 3,7 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს.

იტვირთბა....