ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები ამერიკაში, ჩვენს შორის ურთიერთობა მაინც ცუდ მდგომარეობაში დარჩება – პესკოვი

“ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგს არ ექნება არსებითი გავლენა რუსეთ – ამერიკის ურთიერთობებზე, რომელიც, დიდი ალბათობით ცუდ მდგომარეობაში დარჩება”, – ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, „რია ნოვოსტი“, ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ, ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ არაა საჭირო სერიოზულად გავაზვიადოთ ამ არჩევნების მნიშვნელობა რუსეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების მომავლისთვის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვის თქმით, არჩევნები ვერაფრის შედეგს ვერ შეცვლის, ვინაიდან ურთიერთობები ჯერ კიდევ არსებობს და დარჩება, როგორც ცუდი.

იტვირთბა....