ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელიას დაშვებული შეცდომები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ პარტიის განახლებაზე ვიფიქროთ – გიორგი კაპანაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ, საინფორმაციო სააგენტო “მეტრონომთან” საუბრისას მთავარი ოპოზიციური პარტიის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, პარტიის წევრთა ნაწილს ენმ-ს თავჯდომარის შეცვლა არჩევნების გზით სურს. მისი განმარტებით, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი.

“ჩემი პირადი მოსაზრება და პოზიცია არის ის, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ცვლილებები, განახლება, შიდა დემოკრატიის განვითარება და შიდა არჩევნების ჩატარება ახალი ლიდერის გამოვლენის მიზნით, რადგან დღევანდელმა თავჯდომარემ დაშვებული შეცდომების გამო, სამწუხაროდ, დაკარგა ამომრეველთა საკმაოდ დიდი ნაწილის ნდობა და, შესაბამისად, დაკარგა ლეგიტიმაციაც, ამიტომ იმ ვითარების გამოსწორება, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, შეიქმნა მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, შესაძლებელი არის შიდა დემოკრატიის განვითარებით, ცვლილებებით, განახლებით და ახალი შიდა არჩევნებით. ამომრჩეველმა და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ის, თუ ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტიის მთავარი თავჯდომარე და რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერები. ამ ყველაფერს ვაპირებთ სწორედ შიდა არჩევნების ჩატარებით, რეფორმების განხორციელებით, ახალი თავჯდომარის არჩევით და, ზოგადად, პარტიის განახლებით, რადგან არსებული რეიტინგები, დაშვებული შეცდომები, გვაძლევს იმის ლეგიტიმურ საფუძველს, რომ ვიფიქროთ პარტიის, მთავარი ოპოზიციური პარტიის განახლებაზე”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

იტვირთბა....