ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა მელიას წასვლა ნაციონალურ მოძრაობას არ უშველის – იაგო ხვიჩია

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომებს შეცდომებზე უშვებდა და ახლა ეს ვიღაცას უნდა დაბრალდეს, ვიღაცამ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა”.

ირაკლი ნადირაძემ დღეს განცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვს, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები.

ხვიჩიას თქმით, წარუმატებლობის შემდეგ პარტიებში ხშირად იწყება შიდა არეულობა, ასეთ დროს კი წარუმატებლობას ადამიანები ერთმანეთს აბრალებენ.

„ნაცმოძრაობაში“ ეს პროცესი მოსალოდნელი იყო დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ბოლო პერიოდი „ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომებს შეცდომებზე უშვებდა, ახლა ეს ვიღაცას უნდა დაბრალდეს, ვიღაცამ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა. მესმის, რომ შეიძლება, ერთი ადამიანი არ იყოს ამაში დამნაშავე, ბევრი სხვა ადამიანი იყოს, მაგრამ მსხვერპლის, განტევების ვაცის ძიება, ვისაც ეს ყველაფერი გადაბრალდება ძალიან ბუნებრივი ამბავია. მე არ ვიცი, ეს ნიკა მელაის დაბრალდება თუ სხვა ვინმეს, მაგრამ პროცესი, კრიზისების შემდეგ ასეთი ტიპის ადამიანების ძებნის ვისაც დაბრალდება წარუმატებლობა, ბუნებრივია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფუნდამენტურ რეფორმებზე უნდა იფიქროს.

მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ადამიანები მოვლენ და იქ ყველაფერი რიგზე იქნება, ამიტომ მე არ მექნებოდა დიდი მოლოდინი ამ პროცესთან დაკავშირებით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ფუნდამენტურ რეფორმებზე ან ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს, რათა ახალი სივრცე გაჩნდეს პოლიტიკური დისკუსიებისთვის და ახალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის. ახლა ძალიან ტოქსიკურია ეს ურთიერთობა მთლიანად ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლებასთანაც. ახლა ნიკა მელია წავა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერი იქნება მის ადგილას, მე ვერ ვხედავ, რომ ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ სპექტრს. ბუნებრივია, დიდ პარტიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და ვნახოთ, იქიდან რა გამოვა.

ჩვენ ველოდებით, იქ ვითარება დროზე გაირკვეს, რომ ვიპოვოთ ადამიანი, ვისაც დაველაპარაკებით და ვინც პასუხისმგებელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე. აქამდე ჩვენ ვისთანაც გვქონდა ეს ურთიერთობა პასუხისმგებლობა არ აიღო, ამიტომაც ჩვენ არ გამოგვდიოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კარგი ურთიერთობა, არ იყვნენ იქიდან სათანადო ადამიანები“, – თქვა ხვიჩიამ.

იტვირთბა....