ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდუმარე აქცია “ოცნების” ოფისთან – ენმ-ს ახალგაზრდა აქტივისტები სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ქართული ოცნების” ოფისთან მდუმარე აქცია გამართეს.

მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „ნუ მოკლავთ“, „სიკვდილით დასჯა აღდგა?“, „არა კაცს კვლა“, „SOS“.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლება, რომელიც არაადამიანურად ეპყრობა პირებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ. აქვთ, არ შეიძლება ქვეყნის სათავეში იყვნენ და ისინი ვერ მოგვიტანენ იმ მთავარ ღირებულებას, რაც არის ევროპული მომავალი. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპული მომავალი წაგვართვას და ამის მკაფიო მაგალითი არის ის ჩანაწერი, რაც ევროპარლამენტარების რეზოლუციაში გაკეთდა,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.

იტვირთბა....