ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. მოხსენებაში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც:
“საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ” – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშს, რომლის მთავარი მომხსენებელი სოციალისტი სვენ მიქსერია, 47-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგი იყო, 2-მა კი თავი შეიკავა.