ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა ბრალდებით დააკავეს სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი – ადვოკატის პირველი კომენტარი

სუს-ის ყოფილი უფროსის სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი ნიკა გოგაშვილი ამ წუთებში წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. ის თავის ადვოკატს შეხვდა. როგორც უფლებამდაცველმა რამაზ ჩინჩალაძემ განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას ედავება:

„გამომძიებელისგან სატელეფონო საუბრის შედეგად ვიცი, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას ედავებიან, რაც სამართლებრივი ნონსენსია, რადგან ნიკა გოგაშვილს ოფიციალურად შეძენილი და საკუთარ სახელზე რეგისტრირებული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღები, თუმცა, ვინაიდან ის ძირითადად იოსებ გოგაშვილის სახლში ცხოვრობდა, მას ამ მისამართზე ჰქონდა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები, რაც შესაძლებელია იყოს დარღვევა არასწორად ცეცხლსასროლი იარაღების შენახვისა, თუმცა, არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ცეცხლსასროლი იარაღების გასაღება” – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, დღეს პოლიციამ სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დილით დააკავა.

იტვირთბა....