aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

“ერეკლეს ქვეყანა რუსებისთვის არ ჩაუბარებია, არც “რუსები არ გავაღიზიანოთ” უძახია” – ბატიაშვილი

  ჯერ დავით გარეჯის თემით სპეკულირებდნენ (და იგივე ალიევთან შეხვედრაზეც ვნახეთ, რომ ეს თემა არც კი უხსენებიათ). ახლა ერეკლეს სახელს გადასწვდნენ (სხვანაირად ვერაფრით აიხსნება, რომ მისი 300 წლისთავი არ გახსენებიათ, მაგრამ “რატომღაც” გაახსენდათ 302 წლისთავი).
მაგრამ ეს სპეკულაცია არ გამოვა რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო:
– ერეკლეს მიმართ ჩვენი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად, იგი ფეოდალი იყო და თანამედროვე საქართველო ვერანაირად ვერ იქნება მაშინდელი ქართლ-კახეთის სამეფოს სამართალმემკვიდრე (ოფიციალურადაც, ჩვენ ვართ 1918 წელს გამოცხადებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე);
– ერეკლეს ქვეყანა რუსებისთვის არ ჩაუბარებია (ერეკლეს სიკვდილის შემდეგ მისი შვილი ავიდა ტახტზე). არც “რუსები არ გავაღიზიანოთ” უძახია;
– თუ ერეკლეს საკითხის წამოწევით შემდეგ ეტაპზე “გეორგევსკის” თემის გაცოცხლება სურთ, საერთოდ პირიქით შემოუბრუნდებათ – რუსების მიერ პირობის გატეხვისა და ჩვენს მიმართ ღალატის ისტორია “გეორგევსკის ტრაქტატის” პირობების დარღვევით (ტოტლებენის მიერ ასპინძის ბრძოლაში ერეკლეს მარტო დატოვება, აღა-მახმად ხანის მიერ თბილისის აოხრებაზე რუსების ფაქტიური თანხმობა და ა.შ.) დაიწყო. ანუ ვერც თუ ისე “წარმატებული ქეისია” ქოც-რუსეთუმეების ნარატივისთვის;
– ერეკლე ბავშვობიდან ღრმა მოხუცებულობამდე სულ ომში იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, მისთვის ვინმეს რომ გაებედა “აბა, ომი გინდაო?!”, რას უზავდა მაშინდელ ქოც-რუსეთუმეებს?
ხოდა, რავიცი, თუ ისტორია ოდნავ მაინც იციან ქოც-რუსეთუმეებში, ვფიქრობ, რომ ახალი სპეკულაციების დაწყებისას ტყუილად ირჯებიან. მაგ ამბავიდან მათთის სასარგებლო არაფერი გამოვა.
მგონია, რომ სასპეკულაციო თემა მთლად “წარმატებულად” ვერ შეარჩიეს.
წერს ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი.
იტვირთბა....