aviabiletebi
საზოგადოება

ოკუპირებული მარიუპოლის ირგვლივ ოკუპანტებმა თავდაცვის ხაზის მშენებლობა დაიწყეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დროებით ოკუპირებული მარიუპოლის ირგვლივ ოკუპანტებმა თავდაცვის ხაზის მშენებლობა დაიწყეს, – ამის შესახებ ოკუპირებული ქალაქის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მარიუპოლში მდებარე ბეტონის ორ ქარხანაში ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის პირამიდებს აწარმოებენ.

„ბეტონის წარმოების ორ მინი ქარხანაში ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის პირამიდებს აწარმოებენ, რომლებიც ნაწილობრივ ტრანსპორტირდება ზაპოროჟიეს/ხერსონის მიმართულებით”, – აღნიშნა ანდრიუშენკომ.

მისი თქმით, ოკუპანტებმა ბეტონის პირამიდების ნაწილი მარიუპოლსა და ნიკოლსკოეს შორის ტერიტორიაზე აღმართეს. ასევე, მნიშვნელოვნად აძლიერებენ მიმართულებას ჩრდილოეთიდან დასახლებულ პუნქტ ძველი ყირიმისკენ.

ანდრიუშენკოს თქმით, მიუხედავად განცხადებისა, რომ „რუსეთი სამუდამოდ არის აქ“ , სინამდვილეში რუსებს ასეთი ოპტიმიზმი არ აქვთ.

იტვირთბა....