aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გემი იძირება და კეზერაშვილი გადარჩენილი ნაწილებით ტივის შეკოწიწებას ცდილობს – თალაკვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტიებისა და მათ გარდაუვალი წარუმატებლობის შესახებ უსაუბრა. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია ერთად იბრძოლებს თუ ცალ-ცალკე, რადგან შესაკრების ცვლილებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით შეაკოწიწოს ნავი ან ტივი მაინც. “ნაციონალურ მოძრაობაში” ღრმა კრიზისმა, დაშლის პროცესმა გამოიწვია ის, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა თუ ლიდერებმა დაინახეს, რომ ოპოზიციაში უკვე ჩნდება თავისუფალი სივრცე და ცდილობენ აითვისონ. ამის გარდა, ოპოზიციაში მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის” კუთვნილი პოლიტიკური „შავი ფულის“, მათ მიერ მართული ტელევიზიების და გავლენების გადანაწილების პროცესი. ეს არის ის, რასაც ხედავს დღეს საზოგადოება. მათ სცადეს ერთად, ცალ-ცალკეც, არაერთხელ დამარცხდნენ ორივე ფორმით, ამიტომ დასკვნა, რაც შეიძლება ოპოზიციამ გამოიტანოს ის არის, რომ შესაკრების ცვლილებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია, – აღნიშნა თალაკვაძემ.

იტვირთბა....