ახალი ამბები მთავარი სამართალი

კეზერაშვილის საქმე: სააპელაციომ სასამართლო სხდომა 6 დეკემბერს ჩანიშნა

6 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ სააპელაციო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს და მათი დაცვის ქვეშ მყოფს თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონი ევროს გადახდას დააკისრებს:

„ველოდებით, რომ სააპელაციო სასამართლოც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა დაეკისრება ეს თანხა. ჩვენ ამას რა თქმა უნდა შემდეგ ინსტანციაშიც გავასაჩივრებთ, თუმცა მოლოდინი იმისა რომ რამე შეიცვლება ნამდვილად არ გვაქვს.

ტელეკომპანია ფორმულა რომ არ იყოს კრიტიკული მედია, რა თქმა უნდა ეს ნაბიჯებიც არ განხორციელდებოდა და ამ ინსტანციებსაც არ გაივლიდა ეს საქმე. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ მერე იძულებით აღსრულება დაიწყონ, რომ ეს თანხა ამოიღონ, რომელიც დავით კეზერაშვილს დაეკისრა ზიანის ნაწილში და შემდეგ დაყადაღდეს ტელეკომპანია ფორმულას ის წილი, რომელსაც დავით კეზერაშვილი ფლობს.

ამ დაყადაღებას შემდგომ უკვე მოჰყვება სხვადასხვა პრობლემები, მოხდება იძულებით აღსრულება აუქციონზე გაიყიდება“ – განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

იტვირთბა....