ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის მორიგი დაპირისპირება: კიმ ჩენ ინის რეჟიმმა რაკეტა ისტორიაში პირველად სამხრეთ კორეასთან საზღვაო საზღვარზე გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვაო საზღვართან ისტორიაში პირველად რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ეს იყო სახელმწიფო ტერიტორიების დარღვევა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული მცირე ზომის ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ კორეულ ქალაქ სოკჩოდან 60კმ-ში ჩავარდა. ეს ქალაქი ახლოსაა სადემარკაციო ხაზთან, შესაბამისად, რაკეტამ დე ფაქტო საზღვარს 25 კილომეტრით გადაუფრინა.

ჩრდილოეთ კორეის ქცევის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ საზღვაო საზღვრის გადაღმა სამი რაკეტა გაუშვა.

სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ დილით სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვა, ამიტომ ისინი ყურადღების მიღმა არ დატოვებენ ფხენიანის პროვოკაციას და სამხრეთ კორეისა და აშშ-ს თანამშრომლობის ფარგლებში მკაცრ პასუხს გასცემენ მას.

რაკეტების გაშვების გამო სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოები მოიწვიეს.

გუშინ ოფიციალურმა ფხენიანმა მოითხოვა, აშშ-სა და სამხრეთ კორეას ერთობლივი წვრთნები შეეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ძლიერი” ზომების გატარებით დაემუქრა.

ამასთანავე, ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ წინა თვეშიც რამდენჯერმე გაუშვა რაკეტები.

ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, რაკეტის გაშვება ბირთვული დარტყმის იმიტაცია იყო.

იტვირთბა....