ბოიკოტი საქართველოსთან დაკავშირებულ პროდუქტს – ოკუპირებულ აფხაზეთში მაღაზიებიდან საქართველოს დროშის გამოსახულების მქონე პროდუქცია ამოიღეს.
აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის თანამშრომლებმა გაგრის, სოხუმის, გუდაუთისა და სხვა ქალაქების მაღაზიებიდან ამოიღეს პროდუქცია, რომლებზეც საქართველო გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში იყო გამოსახული.
გარდა მაღაზიებისა, ე.წ. პროკურატურის თანამშრომლებმა სკოლებიდან ამოიღეს ატლასი, რომლის ყდაზეც საქართველოს დროშა ეხატა.
მათი თქმით, პროდუქცია, რომელიც ე.წ. სასურსათო ზედამხედველობის სამსახურმა გაყიდვიდან ამოიღო, ოკუპირებულ აფხაზეთში ინდივიდუალურ მეწარმეებს, რუსეთში წარმოების შემდეგ შეჰქონდათ.