[su_quote]2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, ეს აზრი არის გარკვეულ ჯგუფში, პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით – ეს ხომ არაა თვითმიზანი, თვითმიზანია ხელისუფლების ცვლილება, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ და არა დასავლეთისკენ, რაც ხალხის არჩევანია, შესაბამისად, აქ საუბარია ტაქტიკაზე.
კიდევ ერთხელ, თუ დავინახავ მე პირადად, რომ პარლამენტის დატოვებით იქნება იმის წინაპირობა, რომ მოსახლეობა გამოდის ქუჩაში და რეალურად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება შევცვალოთ, ნამდვილად არ იქნება ჩემთვის რთული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ დავტოვებ პარლამენტს, მაგრამ, ამისთვის აუცილებელია პროცესის შექმნა, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რომ ნდობა ჰქონდეს პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის ქუჩის აქციებით და იყოს წინაპირობა იმის, ამ პროცესის შედეგად, არჩევნებით შეიცვლება ხელისუფლება – თუ დავინახავ ამ წინაპირობებს, ამ კონკრეტულ ტაქტიკას აუცილებლად გავყვები[/su_quote]
განაცხადა დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ. მან რამდენიმე დღის წინ პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” დატოვა, მიზეზად კი პარლამენტში პარტიის არააქტიური მუშაობა დაასახელა.