ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი კელი დეგნანს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ის ფაქტი, რომ  აშშ მხარს უჭერს და მზადყოფნას აცხადებს  საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისათვის ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა, უსაფრთხოების, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში”.

გარდა ამისა, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

“კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ მიმდინარე და სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად საკითხზე”, – ამბობს სამინისტრო.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ანტიდასავლური რიტორიკის განცხადებებმა კელი დეგნანის წინააღმდეგ, რომელსაც ე.წ. “განდგომილი დეპტუტატები” ავრცელებენ. ელჩმა უსაფუძვლო ბრალდებები არაერთხელ უარყო, თუმცა ხელისუფლება “განდგომლიებს” ღიად არასდროს გამიჯვნია.

იტვირთბა....