პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, საპარლამენტო დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პირველივე სამუშაო შეხვედრაზე დაისვა საკითხი, არის თუ არა ამ პრობლემის გადაჭრის საშუალება. ამავდროულად, კანონი შემუშავებულია უკრაინის მოცემულობისთვის და პირდაპირ სურთ ამ კანონის გადმოტანა, ოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული არაფორმალური ძალაუფლების კონცენტრაციის რეკონსტრუქცია. მისი აზრით, ამის გადმოტანა ფორმალურ სივრცეში შეუძლებელია.
„იმისათვის რომ ოლიგარქიზაციის პრობლემა და მასთან დაკავშირებული ძალაუფლების არაფორმალური კონცეტრაცია შეიცვალოს, ამისთვის საჭიროა რომ სახელმწიფო ინსიტუტები იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული და დამოუკიდებელი, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეკომენდაციების სრულფასოვანი შესრულება. რეალურად, ვხედავთ იმას, რომ ოცნებას არ სურს ამ რეკომენდაციების სრულფასოვნად შესრულება. მათთვის ამ რეკომენდაციების შესრულება არის პოლიტიკური გავლენის და ძალაუფლების შესუსტების, დაკარგვის, ხოლო ზოგიერ შემთხვევაში პირდაპირი წინაპირობაც კი. საბოლოოდ, კანონი რომელიც უცხოეთის მსჯელობისთვის არის შემუშავებული უკრაინელების მხრიდან, ცხადია საქართველოში ვერ უზრუნველყოფს შედეგებს. კანონი არ იქნება საკმარისი, მითუმეტეს ამ ფორმით რა ფორმითაც აპირებენ ამ კანონის მიღებას . ძალიან ბევრი სხვა კრიტერიუმია დასამატებელი, სამართლებრივი შედეგების ნაწილშიც არის გადასახედი. საერთო ჯამში, კანონი ვერ უზრუნველყოფს, როგორი კანონიც არ უნდა იყოს მიღებული , თუმცა თუ რეკომენდაციები სიტყვასიტყვით შესრულდება და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი, კანონის მიღება ნამდვილად აღარ დაგვჭირდება” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.