ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონი რეალობას არის აცდენილი – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.

პაატა მანჯგალაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, ჟურნალისტებთან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორები სკეპტიკურად უყურებენ პროცესს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და აღნიშნავენ, რომ ფორმალური ცვლილებები რეკომენდაციების შესრულებად ვერ ჩაითვლება. იგი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ჰომეინივით, სასულიერო ლიდერის ავტორიტეტის ფუნქციების მატარებელია.

„ოლიგარქიასთან დაკავშირებულ კანონზე არა მარტო საქართველოს მიმართ, უკრაინული კანონის მიმართაც აქვთ შენიშვნები ევროკომისიას. საქართველოსთან მიმართებით პირდაპირ საუბრობენ, რომ ეს კანონი აცდენილია რეალობას, ვერ აზღვევს იმ რისკებს, რაც საქართველოშია. ერთი ადამიანის ოლიგარქიულ მმართველობას ეწირება ქვეყნის ინტერესი, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქვთ შენიშვნები. ფორმალურად ივანიშვილი გასულია ყველანაირი სივრციდან, არანაირი თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ჰომეინივით, სასულიერო ლიდერის ავტორიტეტის ფუნქციების მატარებელია. ევროპელები გვეუბნებიან, რომ ფორმალურად მიღებულ კანონებს ვერ ჩათვლიან რეკომენდაციების შესრულებად,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....