„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ გიორგი ამილახვარმა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტში დღეს დაიწყება ამ კანონპროექტის განხილვა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზეა დაფუძნებული:
„ეს არის 12-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი და „ქართული ოცნება“ როგორც ყველა სხვა დანარჩენს, ამ პუნქტსაც ზედმიწევნით ასრულებს. დღეს ვიწყებთ უკვე შემუშავებული კანონპროექტის განხილვას, რომელიც დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, და მოწონებულია თავის მხრივ, რომ ოპოზიციას ბუნებრივია, არ აქვს არანაირი არგუმენტი და საფუძველი, რომ არ დაუჭიროს მხარი ამ კანონპროექტს, გარდა ერთისა, რომელიც არის პოლიტიკური. მათ იციან, რომ ის ინდიკატორი და კრიტერიუმები, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ კანონპროექტში, შესაძლოა და შეეხება რამდენიმე პირს, რომელიც პირდაპირ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს თუ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს.როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. სწორედ ეს არის და შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მათ მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს. სხვა დანარჩენი სამართლებრივი, თუ სხვა არგუმენტაცია მათ უბრალოდ არ გააჩნიათ,“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
იტვირთბა....