ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანოში “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი განხილვა იწყება

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს. დღეს ინიცირებული კანონის პროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. სხდომა პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და მისი არსი უკრაინის კანონის ნორმებს იმეორებს.
ამ პროექტის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ის ფიზიკური პირი,რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონეა. ფიზიკური პირი შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს:

ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;

ბ) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;

გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და სიტუაციას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;

დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

კანონპროექტზე დაყრდნობით , ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. სწორედ პარლამენტი დაამტკიცებს რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების შესახებ. ასევე, პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს რეესტრის შექმნასა და წარმოებას.

სწორედ ამ კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება. მაგალითად:
1. თავისი შემოსავლიდან შემოწირულებების გაღება, იმ მიზნით, რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარი დაუჭიროს. ასევე, საქონლის, მომსახურების ან ნაღდის ფულის მიწოდება დაკავშირებული პირების ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია .აგრეთვე, “საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.

2. ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);

3.პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებებისა და დემონსტრაციების გამართვა. ასევე, ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება.

ამ პროექტის მიხედვით, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.

იტვირთბა....