ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინის მომხრე რუსი ჟურნალისტი ყირიმში ავარიას ემსხვერპლა

ყირიმში Россия сегодня-ს სიმფეროპოლის ფილიალის ხელმძღვანელი და Газеты.ру-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, სვეტლანა ბაბაევა ტრაგიკულად დაიღუპა.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ბაბაევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ერთ-ერთ სამხედრო საწვრთნელ მოედანზე მოხდა.

“მოუსვენარი სვეტა. იყო უმაღლესი სტანდარტის პროფესიონალი, სუფთა ჟურნალისტური ბიოგრაფიით. გულთბილი ადამიანი, რომელიც გულმოდგინედ იდგა რუსეთის გვერდით. სურდა მხარი დაეჭირა ჩვენი გმირებისთვის”,- ამბობს России сегодня-ს გენერალური დირექტორი, დიმიტრი კისელევი.

იტვირთბა....