ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ ბრძოლა არადელიმიტირებული საზღვრის ზონაში არსებული ტერიტორიებისთვის. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
„მეგობრებო, რისთვის იბრძვით? რისთვის იბრძვით ამ მთებში? სამასი ადამიანია უკვე დაღუპული იქ, სადაც ხალხი არ ცხოვრობს! სადაც თხებიც კი არ მიდიან! რატომ ომობთ? თქვენ ორივენი დაჯექით და შეთანხმდით. და დაე, რუსეთმა განწმინდოს ეს ხელშეკრულება! მაგრამ თქვენ ხომ ეს არ გინდათ!”, – მიმართა ლუკაშენკომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.