aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

პუტინი, სავარაუდოდ, გეგმავს უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა შოიგუს დააკისროს – ISW

aviabiletebi
ავიაბილეთები

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, სავარაუდოდ პუტინი გეგმავს, რომ რუსული არმიის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სერგეი შოიგუს დააკისროს.

გარდა ამისა (ISW) მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვისთვის გენერალ-პოლკოვნიკის წოდების მინიჭებას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს.

ექსპერტების აზრით, უკრაინაში რუსული ჯარების წარუმატებლობის ფონზე პუტინმა კადიროვი დააწინაურა, რომ შეინარჩუნოს ლოიალურობა და ჩამოიშოროს შოიგუ.

„5 ოქტომბრის განკარგულებით, პუტინმა გადადო მობილიზაცია ყველა სტუდენტისთვის. პუტინმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ რადგან „თავდაცვის სამინისტრომ დროულად არ შეიტანა ცვლილებები საკანონმდებლო ბაზაში, არამობილიზებულთა სიის შესწორება უნდა მოხდეს“, – წერს ISW.

იტვირთბა....