aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დალურჯებული აქვს ხელები და ფეხები, რამდენიმე დღე და ვეღარ გაქაჩავსო” – ჟორჟოლიანი სააკაშვილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილის საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობს კლინიკა “ვივამედთან” მისული ნანუკა ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, თემურ ჯანაშიამ მას პირადად უფრო მძიმე სურათის შესახებ უამბო და უთხრა, რომ მესამე პრეზიდენტი ამ მდგომარეიობაში დიდხანს ვერ გაქაჩავს.

ჟორჟოლიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ვიდეო, ან ფოტო მტკიცებულებით საზოგადოებას ანახოს თუ როგორ არის სააკაშვილი.

‘საგანგაშო სიგნალი იყო თემურ ჯანაშიას განცხადება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასტან დაკავშირებით, რადგან ერთია, როდესაც ა.დამიანები საკუთარი ემოციურობით გამოირჩევიან, მაგალითად, როგორც მე, მაგრამ მეორეა თემო ჯანაშიამ. ეს თუ ასე არ არის, ხელისუფლების ბერკეტი არის ნებისმიერი შეუძლია ვიდეო, ფოტო მტკიცებულება, რომ უბრალოდ გვანახონ, თუ როგორ არის. ხელისუფლებამ, ამერიკელი ექსპერტი უნდა შეუშვას მასთან, რომ საბოლოო დასკვნა დაიდოს და ეს ცირკი დამთავრდეს”. – ამბობს ჟორჟოლიანი.

იტვირთბა....