aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩემი ძმა იღუპება, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, ქართველები გავერთიანდეთ, რომ მიშას სიცოცხლე გადავარჩინოთ – მიხეილ სააკაშვილის ძმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი კობახიძის განცხადებების კომენტირებისგან თავს შევიკავებ. მისი ჩვეული სტილია, რომ თურმე ყველაფერი სპეკულაციაა. ღმერთმა არ ჩაუგდოს ოჯახის წევრი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები. ვხედავ, რომ ჩემი ძმა იღუპება და ვერასდროს შევეგუები, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა  განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბარი პოლიტიკური სპეკულაციაა.

“ირაკლი კობახიძის განცხადებების კომენტირებისგან თავს შევიკავებ. მისი ჩვეული სტილია, რომ თურმე ყველაფერი სპეკულაციაა. ღმერთმა არ ჩაუგდოს ოჯახის წევრი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები. ვხედავ, რომ ჩემი ძმა იღუპება და ვერასდროს შევეგუები. თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, არ მოვუწოდებ გლობალური მიტინგისკენ, არა, გვერდით დაგვიდგნენ, ქართველები გავერთიანდეთ, რომ მიშას სიცოცხლე გადავარჩინოთ“,- აღნიშნავს გიორგი სააკაშვილი.

იტვირთბა....