aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პოლიტიკური სპეკულაციაა, ერთი წელია მიდის სიკვდილის საფრთხეზე საუბარი – კობახიძე სააკაშვილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასჯელაღსრულების დაწესებულება არის პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე  იმაზე, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ეს გაგრძელდება, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთი წელია სააკაშვილი ციხეშია და ამდენივე დროა საუბარი მიდის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა.

„ერთ წელზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იქიდან მოყოლებული ყოველ დღე საუბრობენ იმაზე, რომ სიკვდილისა და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა და ა.შ. უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი. ამ ყველაფერს არაფერი საფუძველი არ აქვს. სახალხო დამცველი შევიდა და ციხიდან დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანა. არის პოლიტიკური სპეკულაციები. თავიდან ბოლომდე სასჯელაღსრულების დაწესებულება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ეს გაგრძელდება, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....