aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსულ აგრესიას შეწირული ბავშვები – ოკუპანტებმა უკრაინაში 397 მოზარდი და მცირეწლოვანი იმსხვერპლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, ოკუპანტებმა 397 ბავშვი იმსხვერპლეს. დაშავებულია 1 200-მდე მოზარდი და მცირეწლოვანი – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში. მათი რაოდენობა 402-ია. შემდეგ მოდის ხარკოვის ოლქი, სადაც 232 ბავშვი დაშავდა, კიევის ოლქში – 166, ნიკოლაევში – 73, ზაპოროჟიეში – 73,  ჩერნიგოვში – 68, ლუგანსკში – 64, ხერსონში – 55, ხოლო ლასტროვის ოლქში – 45.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო სხვა გარდაცვლილთა და დაშავებულთა პოვნა და მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება.

იტვირთბა....