aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რას გულისხმობს დეოლიგარქიზაცია – კელი დეგნანის განმარტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, დეოლიგარქიზაცია პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენისგან უარის თქმაა. როგორც მან განმარტა, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკომისიის მიერ ჩამოთვლილ 12 პუნქტს შორის, რადგან მას საზოგადოებაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა, დეგნანის თქმით, დანარჩენი 11 პუნქტიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დეოლიგაქრიზაციის საკითხი:

“პოლიტიკურ პროცესებზე შეუფერებელი ზეგავლენის პრობლემის მოგვარება არის ის, რასაც დეოლიგარქიზაცია გულისხმობს, თუ ევროკავშირის ყველა პრიორიტეტი შინაარსობრივი და ჭეშმარიტად ეფექტური გზით შესრულდება, ვფიქრობ, რომ შეუფერებელი გავლენის რისკი აღმოიფხვრება, ან მნიშვნელოვნად შემცირდება.

დანარჩენი 11 პრიორიტეტის შესრულებას ექნება დიდი გავლენა, რომ შემცირდეს ან აღმოიფხვრას ნებისმიერი პირის ან ნებისმიერი დაფინანსების შეუფერებელი გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან სოციალურ პროცესებზე. პოლიტიკურ პროცესებზე შეუფერებელი გავლენის პრობლემის მოგვარება არის სწორედ ის, რასაც გულისხმობს დეოლიგარქიზაცია. სწორედ ამიტომ, თუ სხვა პრიორიტეტები შესრულდება შინაარსობრივად და ჭეშმარიტად ეფექტური გზით, ვფიქრობ, შეუფერებელი გავლენის რისკი აღმოიფხვრება, ან მნიშვნელოვნად შემცირდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

იტვირთბა....