ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბელარუსის საელჩოსთან პროტესტის ნიშნად ბელარუსული ლუდი დაღვარეს.
“ამით ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს, საქართველო არ იყიდება და ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება აფხაზეთის ოკუპაციას” – განაცხადეს “ნაცმოძრაობის” წევრებმა.
შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში გუშინ, 28 სექტემბერს ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.