aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფგან მუხთარლიმ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით მთავრობასა და პარლამენტს ოფიციალურად მიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს.

მან გომელაურის გადადგომის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიას და საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.

“ჩვენ მოვითხოვთ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას. როგორც იცით, სოსო გოგაშვილმა მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ ჩემი მოტაცება სწორედ გომელაურის ორგანიზებული იყო. ახლა გომელაური შს მინისტრია და მას შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს გენერალურ პროკურორზე. მე მინდოდა, დაწვრილებით გავცნობოდი სოსო გოგაშვილის ჩვენებებს, რაზეც თავდაპირველად პროკურატურამ მითხრა, რომ პრობლემა არ იქნებოდა. თუმცა, როდესაც მივედით პროკურატურაში, ამაზე უარი გვითხრეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მიღებულ იქნა მთავრობის ზეწოლის ქვეშ, რადგან მათ გომელაურის შენარჩუნება უნდათ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. დემოკრატიულ ქვეყნებში, როდესაც მინისტრი თავად არ მიდის თანამდებობიდან, მისი გათავისუფლება შეუძლია პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ეს არ მოხდა”- ამბობს მუხთარლი.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. იგი საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელებულ დევნას გაურბოდა. აზერბაიჯანში დაპატიმრების შემდეგ მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.

საქართველოს პროკურატურა აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა)  დღემდე იძიებს.

 

 

იტვირთბა....