aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროკავშირი გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკავშირი გმობს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის, პიტერ სტანოს კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

“ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში – აფხაზეთში. გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე…

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აცხადებს პიტერ სტანო და აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.

იტვირთბა....