aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რომი არასოდეს აღიარებს ფსევდორეფერენდუმის შედეგებს – იტალიის პრემიერი

aviabiletebi
ავიაბილეთები

იტალია არ ცნობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე უკანონოდ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს, – უთხრა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

იტალიის მთავრობის მეთაურის ოფისის ცნობით, მან დაურეკა უკრაინის პრეზიდენტს, რათა განეხილათ კიევისთვის შემდგომი დახმარების საკითხი ოფიციალური რომის მხრიდან.

ომის დაწყებიდან, იტალიამ უკრაინას იარაღის რამდენიმე პარტია მიაწოდა, თუმცა იმ პირობით, რომ კიევი არ გამოიყენებს მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.

რომში ამბობენ, რომ არალეგიტიმური კენჭისყრის არცერთი შედეგი არ შეცვლის იტალიის პოზიციას ამ ომში.

იტვირთბა....