aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ არ შეიწყნარებს – წულუკიანი აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტზე

პირველ რიგში ადეკვატური შეფასებები უნდა გაკეთდეს, რაც ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულია და კიდევ მრავალჯერ გაკეთდება. რასაკვირველია, ეს არის დაუშვებელი და მე ვიტყოდი, შეუწყნარებელი ფაქტი, ვინაიდან, ეს მხოლოდ უკანონობა არ არის. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ არ შეიწყნარებს. რასაკვირველია, რეაგირება იქნება. პირველ რიგში, ჩვენი შესაბამისი კომპეტენტური უწყების მხრიდან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროა. მაგრამ, თუ ეს იყო დაგეგმილი, რომ ამ ამბავს შეუმჩნევლად ჩაევლო, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ჩაივლის. ძნელი სათქმელია, რას ველოდებით. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სურვილებისა თუ რჩევების მიუხედავად, ლუკაშენკო მყარ პოზიციას ყოველთვის ინარჩუნებდა, არაღიარების პოლიტიკას უერთდებოდა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვამბობთ, რომ მისი საქციელი დაუშვებელია და ჩვენ ამას არ შევეგუებით, პირველ რიგში გასარკვევია, რა არის ეს? ეს ახალი ფურცელია ჩვენს ურთიერთობებში თუ არა. მაგრამ, სჯობს, რომ ამ თემაზე შესაბამისმა უწყებამ ისაუბროს. ეს ერთჯერადი აქტიც რომ აღმოჩნდეს, მაინც დაუშვებელია. თუმცა, გასარკვევია, არის თუ არა ეს რაღაცის შესავალი და რასაკვირველია, შესაბამისი ზომებიც იქნება მისაღები.
ამის შესახებ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, “იმედის” ეთერში აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.
იტვირთბა....