aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი სასტიკი დანაშაული – ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სასამართლომ შეურაცხადად ცნო

კრიმინალი
aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული მამაკაცი სასამართლომ შეურაცხადად ცნო. შედეგად ის საპატიმრო სასჯელისგან თავისუფლდება.

დანაშაული მიმდინარე წლის 23 მაისს მოხდა. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მამაკაცმა ყოფილ ცოლს დანით 6 ჭრილობა მაშინ მიაყენა, როდესაც ქალს შვილი სკოლაში მიჰყავდა. შემზარავი ფაქტი ბავშვის თვალწინ მოხდა. ბრალდებულს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რადგან ცოლის მიმართ ძალადობის შემთხვევა მანამდეც არა ერთხელ გამოვლენილა.

ბრალდებული მამაკაცი სასჯელს ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოიხდის.

იტვირთბა....