aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის ქალაქებში რამდენიმე საათში საპროტესტო გამოსვლების 714 მონაწილე დააკავეს – მედია

aviabiletebi
ავიაბილეთები

24 სექტემბერს რუსეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა OVD-Info-ს ცნობით, 19:21 საათის მონაცემებით, რუსეთის 32 ქალაქში უკვე 714 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ნოვოსიბირსკის, ირკუტსკის, იჟევსკეს, ტომსკის, პერმის და სხვა ქალაქების მცხოვრებლებზე.

აქციებზე სპეცნაზია მობილიზებული, რომლებსაც ხელკეტები და ელექტროშოკის აპარატები აქვთ.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ 21 სექტემბერს განაცხადა. იმავე საღამოს, რუსეთის ქალაქებში შეკრებები დაიწყო, რამაც თანდათანობით, მასობრივი სახე მიიღო.

იტვირთბა....