aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

უკრაინელმა მედესანტეებმა ორი რუსული თვითმფრინავი – სუ-25 და სუ-30 ჩამოაგდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინელმა მედესანტეებმა ერთ დღეში ორი რუსული თვითმფრინავი – სუ-25 და სუ-30 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ჯარები ავრცელებს.

“დღეს, მისიის შესრულების რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო თავდასხმითი ძალების 25-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის სამხედროებმა ორი რუსული თვითმფრინავი – “სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და მეოთხე თაობის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელი “სუ-30″ ჩამოაგდეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....