aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მარიუპოლის ჯალათის“ მეტსახელით ცნობილი გენერალი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელიც “მარიუპოლის ჯალათის“ მეტსახელით არის ცნობილი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მან  ამ პოსტზე არმიის გენერალი დიმიტრი ბულგაკოვი შეცვალა, რომელიც რუსული მედიის ცნობით, თანამდებობიდან სხვა სამსახურში გადაყვანის გამო გაათავისუფლეს.

სწორედ მიცინცევი იყო პასუხისმგებელი უკრაინის ქალაქ მარიუპოლის ალყაში მოქცევაზე, მისი დაბომბვის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მიხაილ მიზინცევს მარტში სანქციები დაუწესა.

 

 

იტვირთბა....