aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ბელარუსი რუსეთს “ნაწილობრივი” მობილიზაციისგან გაქცეულებს გადასცემს” – მედია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზოგიერთი რუსი კაცი ბელარუსში მობილიზაციისგან თავის დახსნას ცდილობს, მაგრამ მათს ექსტრადირებას აპირებენ.

ლუკაშენკას უშიშროების ძალებმა მიიღეს სიტყვიერი ბრძანება რუსეთის ფედერაციიდან გამოქცეული პირების პოვნისა და დაკავების შესახებ – ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ბელარუსული გამოცემა „Maya Kraina Belarus-ზე“დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციაში „ნაწილობრივი“ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გაწვევის მონაცემემის მქონე რუსები ქვეყნის დატოვებას ითხოვენ. ერთ-ერთ მიმართულებად ირჩევენ ბელარუსს. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ბელარუსი ახლა რუსეთის მიერ კონტროლირებადი სახელმწიფოა. დიქტატორებს არ აქვთ პრობლემა, ერთმანეთს გადასცენ “საჭირო” ადამიანები“, – იტყობინება გამოცემა „Maya Kraina Belarus“.

გუშინ ლუკაშენკოს უშიშროების ძალებმა მიიღეს სიტყვიერი ბრძანება, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ძებნაზე, რომლებიც მობილიზებას ემალებიან. მათ უნდა აკონტროლონ დღიურად გაქირავებული ბინები, დაუკავშირდნენ მათს მფლობელებს და აკონტროლონ ახალი მანქანები რუსული ნომრებით.

იტვირთბა....