aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოქალაქეების მიერ რუსეთის მასიურად დატოვების შესახებ ცნობები სიცრუეა – პესკოვი

aviabiletebi
ავიაბილეთები

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთიდან ახალგაზრდა კაცების მიერ ქვეყნის მასიურად დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობები სიცრუეა.

“სპეცოპერაციამ დაიწყო ახალი მიზნების შესრულება უკრაინაში. ახლა ჩვენ დე ფაქტო ვუპირისპირდებით ნატოს ბლოკს მთელი თავისი ლოგისტიკური შესაძლებლობებით. ამან გამოიწვია ეს აუცილებელი ნაბიჯი.

მოქალაქეთა მიერ ქვეყნის მასიურად დატოვების შესახებ ცნობები ცრუ ინფორმაციაა“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.

იტვირთბა....