ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

“გახარიას ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში სპორტის სასახლე… წამოვედი, ავწიე თავი და ვხედავ, ბაბუაჩემის საფლავთან ვარ” – წულუკიანი

ჰკითხეთ [გახარიას] რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ. გადმოვედი შუაღამისას, გავაოცე დაცვაც, მძღოლიც. ტრაგიკომედიაა. ეს ასეა, მოცემულობაა. თუ იმის ინსინუაცია გინდათ, მინისტრად რომ დაინიშნე, სხვაგან რატომ არ გადაიტანეო, არასწორი შენიშვნა და უტოპიაა. რაცაა იმას უნდა გავუღიმოთ, ეს მართლა არის საამაყო ინფრასტრუქტურა. უხერხულობაა, გასაგებია, მაგრამ დიდიც არაფერი შავდება. შავდება მხოლოდ ის, რომ პარკინგი გვაქვს მოსაწყობი. ამაზე თავიდან არავინ იფიქრა. მაგრამ, მიცვალებულები და ცოცხლები რომ ერთად ვართ, უხერხულობას ამაში ვხედავ, მაგრამ ამით შევქმნა სადეპუტატო კითხვა, ამას ვერ ვიზიარებ. მითუმეტეს იმ საფლავზე მისვლა შუაღამეს ძალიან გამიხარდა.

– ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

4 თვითმფრინავი, საბრძოლო ტექნიკის 4 საცავი – რუსეთის დანაკარგები ერთ დღეში

რუსეთის ქალაქებში რამდენიმე საათში საპროტესტო გამოსვლების 714 მონაწილე დააკავეს – მედია

უკრაინელებმა რუსების შეტევები 8 მიმართულებით მოიგერიეს

უკრაინელმა მედესანტეებმა ორი რუსული თვითმფრინავი – სუ-25 და სუ-30 ჩამოაგდეს

რომან გოცირიძე: ხუთ წელიწადში ქალაქი გაუვალი გახდება

ირანის პრეზიდენტი საპროტესტო გამოსვლებზე: ამ აჯანყებას მტკიცედ უნდა გავუმკლავდეთ