aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინელი ჯარისკაცები რუსეთში სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩინელი ჯარისკაცები რუსეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

“წვრთნების მიზანია მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საფრთხეებზე რეაგირების უნარის გაძლიერება”, – აცხადებს ოფიციალური პეკინი.

მედიის ცნობით, დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები, რომელშიც რუს და ჩინელ ჯარისკაცებთან ერთად, მონაწილეობას ასევე მიიღებენ სამხედროები ინდოეთიდან, ბელარუსიდან და ტაჯიკეთიდან.

რუსეთში “ვოსტოკის” წვრთნები 30 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.

იტვირთბა....