aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

„არაკორექტულია“ – წილოსანი დეგნანის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, აშშ-ს ელჩის მიერ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების „გავრილოვის ღამედ“ მოხსენიება არაკორექტულია.

ამის შესახებ მან დღეს, 17 აგვისტოს, აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ვთვლი, რომ პარლამენტის შტურმის ფაქტის „გავრილოვის ღამედ“ მოხსენიება არ არის კორექტული და იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ წამოყენებულ საკითხებს, ალბათ, გაცილებით მარტივი იქნება, თუ კითხვებზე, რამდენადაც არარეალური ან მიუღებელი შეიძლება იყოს ეს, გაეცემა კონკრეტული პასუხები. ეს ვფიქრობ, გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ზოგადი ფორმულირებით პასუხის გაცემა“, – განაცხადა “ნეტგაზეთის” ცნობით, ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, დეგნანმა განაცხაა: „მნიშვნელოვანია, ქართველებმა 3-4 წლით უკან გაიხედონ და გაიხსენონ, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია, – გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები… აი, აქედან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მის დამარცხებაში“, – განაცხადა ელჩმა.

იტვირთბა....