ახალი ამბები პოლიტიკა

“ვეთანხმები ქალბატონ კელის – “ოცნების” ქმედება არც დიპლომატიურ და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია” – ხვიშია

ვეთანხმები ქალბატონ კელის, როგორც სხვა შემთხვევებში – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა” არც დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია. მთელი ეს ქმედებები თავისი მნიშვნელობით ყველაზე ახლოსაა სიტყვა “ტროლინგთან”. როდესაც ასე, ჩვეულებრივი “ტროლივით” იქცევი ამერიკის საელჩოსთან, უცნაურად გამოიყურება და რაც უფრო მეტ კომენტარს გააკეთებ ასეთი ტიპის საქციელზე, მით ნაკლები მნიშვნელობა ექნება.

 

ასე გამოეხმაურა პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის დღევანდელ განცხადებას.

ცნობისთვის, კელი დეგნანმა განაცხადა შემდეგი: “რაც შეეხება ამ ჯგუფს[ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატებს], არ ვიცი ეს ჯგუფი რას წარმოადგენს. ბუნებრივია, რომ აშშ მრავალი წლის მანძილზე ეხმარებოდა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, რაც მოიცავს მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელიც საქართველოს საზოგადოებას წარმოადგენს. არ ვარ დარწმუნებული თუ რას წარმოადგენს ეს ჯგუფი და რამდენად განსხვავდებიან მმართველო პარტიისგან, რომელიც მათ დატოვეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ, ის ბრალდებები, რომლებიც აშშ-ს წაუყენეს, უგუნური შეთქმულების თეორიაა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია”.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

4 თვითმფრინავი, საბრძოლო ტექნიკის 4 საცავი – რუსეთის დანაკარგები ერთ დღეში

რუსეთის ქალაქებში რამდენიმე საათში საპროტესტო გამოსვლების 714 მონაწილე დააკავეს – მედია

უკრაინელებმა რუსების შეტევები 8 მიმართულებით მოიგერიეს

უკრაინელმა მედესანტეებმა ორი რუსული თვითმფრინავი – სუ-25 და სუ-30 ჩამოაგდეს

რომან გოცირიძე: ხუთ წელიწადში ქალაქი გაუვალი გახდება

ირანის პრეზიდენტი საპროტესტო გამოსვლებზე: ამ აჯანყებას მტკიცედ უნდა გავუმკლავდეთ