aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

“გავრილოვის ღამე, არადემოკრატიული ქმედებები…აქედან მოდის პოლარიზაცია და არა პარტნიორებისგან” – დეგნანი

ნებისმიერი ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ვართ დამნაშავე ამ პოლარიზაციაში, რომელიც აქ არის, წარმოადგენს ბრალის გადატანის მცდელობას დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ეხმარებიან ამ ქვეყანას. ეს პოლარიზაცია აქ იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე ჩამოვიდოდი და მე ვთავაზობ ქართველ ხალხს გაიხედოს წარსულში და დაინახოს, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან.
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ასე ეხმაურება აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების მიერ მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს.

იტვირთბა....