aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

როდის დასრულდება ომი – ზელენსკის საგანგებო განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

როცა ხალხი პუტინის გადაწყვეტილებების გამო მასზე ზეწოლას მოახდენს, ომი დასრულდება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ვაშინგტონ პოსტთან” ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ არაფერია შემზარავი იმაში, თუ რუსებს ეტყვიან, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ. მისივე თქმით, რუსები, რომლებიც ომს საჯაროდ ეწინააღმდეგებიან ერთეული შემთხვევებია და ისინი ციხეებში არიან.

“რუსები წავიდნენ სახლში, ყველა წავიდეს რუსეთში. თქვენ გინდათ ეს იზოლაცია, არა? თქვენ მთელ მსოფლიოს ეუბნებით, რომ მთელი მსოფლიო თქვენი წესებით იცხოვრებს. კარგი, მაშინ წადი იქ და იცხოვრეთ.

რას გვაძლევს ეს? ეს არის პუტინზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზა. იმიტომ რომ ამ ადამიანს სხვა შიში არ აქვს, გარდა შიში სიცოცხლისა. და მისი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, ემუქრება თუ არა მას შიდა მოსახლეობა. სხვა არაფერი ემუქრება მას. ეს ასეა. ამიტომ, როდესაც მისი მოსახლეობა ზეწოლას მოახდენს მის გადაწყვეტილებებზე, მაშინ იქნება შედეგი. და ომი დასრულდება. ეს არის ძალიან გასაგები სანქციები, ძალიან მარტივია. საქმე არც ფულზეა, არც გაზზე, არც მილსადენებზე, ან იმაზე, რომ გერმანელებს ზამთარში გათბობა არ ექნებათ. უბრალოდ დახურეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს”, – ამბობს ზელენსკი. 

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....