ახალი ამბები მსოფლიო

MH17-ის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი იგორ გირკინი ყირიმში დააკავეს – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მალაიზიური MH17-ის ჩამოგდების საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, იგორ გირკინი (სტრელკოვი) დროებით ოკუპირებულ ყირიმში დააკავეს.

მედიის ცნობით, გირკინი ყალბი დოკუმენტებით უკრაინაში მიემგზავრებოდა.

ომის მოწინააღმდეგე არხმა, Seiatel vetra-მ გამოაქვეყნა გირკინის ფოტო და მისი პასპორტი, რომელიც სერგეი რუნოვის სახელზე 2015 წელსაა გაცემული.

უკრაინული მედიის ცნობით, გირკინის კოლეგა, ალექსანდრ ჟუჩოვსკი ირწმუნება, რომ მას არანაირი პოლიტიკური მიზნები არ ჰქონდა და არ აპირებდა არეულობის გამოწვევას. ხოლო ის, რომ ფრონტის ხაზზე ვერ მოხვდა, “დიდი პოლიტიკური დანაშაულია”.

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს კუალა ლუმპურიდან ამსტერდამში მიფრინავდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, რუსეთის მხარდაჭერილი ამბოხებულების მიერ გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. სატელეფონო ჩანაწერებით ირკვევა, რომ MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილე ოკუპირებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერებს, მათ შორის გირკინს, კრემლის წამყვანი მაღალჩინოსნები მართავდნენ.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

4 თვითმფრინავი, საბრძოლო ტექნიკის 4 საცავი – რუსეთის დანაკარგები ერთ დღეში

რუსეთის ქალაქებში რამდენიმე საათში საპროტესტო გამოსვლების 714 მონაწილე დააკავეს – მედია

უკრაინელებმა რუსების შეტევები 8 მიმართულებით მოიგერიეს

უკრაინელმა მედესანტეებმა ორი რუსული თვითმფრინავი – სუ-25 და სუ-30 ჩამოაგდეს

რომან გოცირიძე: ხუთ წელიწადში ქალაქი გაუვალი გახდება

ირანის პრეზიდენტი საპროტესტო გამოსვლებზე: ამ აჯანყებას მტკიცედ უნდა გავუმკლავდეთ