ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს, –  შესაბამისი განცხადება ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების უხეში დარღვევა.

ასევე, ხელმომწერი ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს ბირთვული უსაფრთხოების ფუნდამენტურ მნიშვნელობას და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის – ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის კონტროლი, დიდ საფრთხეს უქმნის ამ პრინციპებს.

“ბირთვულ ობიექტზე რუსი სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების განლაგება მიუღებელია და უგულებელყოფს უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს, რომელთა ვალდებულებაც აიღო IAEA-ს ყველა წევრმა.

რუსული სამხედრო ძალების არსებობა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფერხებს ოპერატორს და უკრაინის ხელისუფლებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაში საერთაშორისო კონვენციებისა და IAEA-ს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და ხელს უშლის IAEA-ს შეასრულოს მისი უსაფრთხოების მანდატი.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლონ თავიანთი სუვერენული პასუხისმგებლობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ლეგიტიმურ მოქმედ პერსონალს შეეძლოს თავისი მოვალეობების შესრულება გარე ჩარევის, საფრთხის ან სამუშაოს დაუშვებლად მკაცრი პირობების გარეშე”,- წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

4 თვითმფრინავი, საბრძოლო ტექნიკის 4 საცავი – რუსეთის დანაკარგები ერთ დღეში

რუსეთის ქალაქებში რამდენიმე საათში საპროტესტო გამოსვლების 714 მონაწილე დააკავეს – მედია

უკრაინელებმა რუსების შეტევები 8 მიმართულებით მოიგერიეს

უკრაინელმა მედესანტეებმა ორი რუსული თვითმფრინავი – სუ-25 და სუ-30 ჩამოაგდეს

რომან გოცირიძე: ხუთ წელიწადში ქალაქი გაუვალი გახდება

ირანის პრეზიდენტი საპროტესტო გამოსვლებზე: ამ აჯანყებას მტკიცედ უნდა გავუმკლავდეთ