ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსეთს იარაღის შემოტანა უკვე უჭირს, რადგან გზები გადაკეტილია” – მამულაშვილი

“რუსეთს იარაღის შემოტანა უკვე უჭირს, რადგან გზები გადაკეტილია”, – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსები მთლიანად დამოკიდებულები არიან არტილერიაზე, რადგან მათი მოტივაცია ძალიან დაბალია.

“რუსეთს უკვე ძალიან უჭირს იმ იარაღის შემოტანა, რომელიც არტილერიისთვის სჭირდება. ამის მიზეზია ის, რომ გზები ნაწილობრივ გადაკეტილია. რუსები მთლიანად დამოკიდებულები არიან არტილერიაზე, რადგან მათი მოტივაცია ძალიან დაბალია. მანძილი ჯარებს შორის საკმაოდ დიდია და მიმდინარეობს საარტილერიო დარტყმები ორივე მხრიდან. რუსების უპირატესობა იყო ის, რომ დიდი რაოდენობით ლოჯისტიკა შემოსდიოდათ და 24 საათი დარტყმების გახორციელება შეეძლოთ. ახლა ეს რაოდენობა შემცირდა, რადგან ძალიან დიდი რაოდენობის საწყობები იყო განადგურებული”, – აცხადებს მამულაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

4 თვითმფრინავი, საბრძოლო ტექნიკის 4 საცავი – რუსეთის დანაკარგები ერთ დღეში

რუსეთის ქალაქებში რამდენიმე საათში საპროტესტო გამოსვლების 714 მონაწილე დააკავეს – მედია

უკრაინელებმა რუსების შეტევები 8 მიმართულებით მოიგერიეს

უკრაინელმა მედესანტეებმა ორი რუსული თვითმფრინავი – სუ-25 და სუ-30 ჩამოაგდეს

რომან გოცირიძე: ხუთ წელიწადში ქალაქი გაუვალი გახდება

ირანის პრეზიდენტი საპროტესტო გამოსვლებზე: ამ აჯანყებას მტკიცედ უნდა გავუმკლავდეთ