aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

VIDEO: როგორ გამორბის ხალხი აფეთქებული ცენტრიდან – ერევანში აფეთქებებია

aviabiletebi
ავიაბილეთები

 სომხეთის დედაქალაქში ერევანში ფეიერვერკების საწყობში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ უცნობია ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების რაოდენობა. სურმალუს ბაზრობაზე აფეთქებამ და ხანძარმა  ერევნის ცაზე კვამლის ძლიერი ღრუბელი წარმოქმნა.

“ბაზარი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან სამხრეთით დაახლოებით ორი კილომეტრით (ერთ მილზე მეტი). მაშველები მუშაობდნენ ნანგრევებიდან ხალხის ამოსაყვანად”, – თქვა ლევონ სარდარიანმა, ერევნის მერის სპიკერმა.
მისი თქმით, აფეთქება იმ ადგილას მოხდა, სადაც ფეიერვერკებს ინახავდნენ.

იტვირთბა....