ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ძალიან პოლარიზებული – EU

საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკომისიის აპარატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე, ძალიან პოლარიზებული.

“საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა . ეს წარმოადგენს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებას 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებაში”, – აღნიშნულია ანგარიშში, რომელშიც ასევე მოყვანილია Freedom House-ის რეიტინგი, რომელშიც საქართველოს “თავისუფლების ქულა” 100-დან 58 გახდა მაშინ, როდესაც 2021-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 60 და 61 ქულაზე იყო.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფმა “ალტინფომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა.

ანგარიშში ნახსენებია 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ცნობებზე ქართველი საზოგადოებისა და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ და ე.წ. მოსმენების კანონზე. სა

“2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. ამან გამოიწვია შეშფოთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო”, – წერს

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

4 თვითმფრინავი, საბრძოლო ტექნიკის 4 საცავი – რუსეთის დანაკარგები ერთ დღეში

რუსეთის ქალაქებში რამდენიმე საათში საპროტესტო გამოსვლების 714 მონაწილე დააკავეს – მედია

უკრაინელებმა რუსების შეტევები 8 მიმართულებით მოიგერიეს

უკრაინელმა მედესანტეებმა ორი რუსული თვითმფრინავი – სუ-25 და სუ-30 ჩამოაგდეს

რომან გოცირიძე: ხუთ წელიწადში ქალაქი გაუვალი გახდება

ირანის პრეზიდენტი საპროტესტო გამოსვლებზე: ამ აჯანყებას მტკიცედ უნდა გავუმკლავდეთ