aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ოზურგეთში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოზურგეთში, ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც შერიგებისა და თანაცხოვრების ერთად გაგრძელების თაობაზე მოუხდა კამათი, რაც კონფლიქტში გადაიზარდა.

“ბრალდებული დაზარალებულს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, მჭრელი, ბასრი საგნით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები და სხვა დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებული წარსულშიც არაერთხელ იყო ნასამართლევი ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის.

“ბრალდებული ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის და სისტემატური შეურაცხყოფისთვის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018, 2020 და 2021 წლების განაჩენებით იყო მსჯავრდებული. სამივე საქმეზე პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, საქმეები არსებითი განხილვით დასრულდა და აღნიშნულ საქმეებზე, ბრალდებულს მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, დაზარალებულზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისთვის 2018 და 2021 წლებში მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები”, – აცხადებენ პროკურატურაში.

ი.ტ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....